Ending Soon! Save 33% on All Access

The Body Shop - აღმოაჩინე დადებითი ცვლილებების მომტანი საჩუქრები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

The Body Shop-ი ბრიტანული თავის მოვლის ბრენდია, რომელიც პროდუქტებს ბუნების შთაგონებით ქმნის და მომხმარებელს თავის, ტანის, თმის მოვლის პროდუქტებს, დეკორატიულ კოსმეტიკას, სუნამოებსა და აქსესუარებს სთავაზობს. უნიკალური პროდუქტების წარმოების გარდა, კომპანია თითოეული ინგრედიენტის სწორ მოპოვებაზეც ზრუნავს.

Body Shop-ი ცდილობს იყოს გლობალურად ყველაზე ეთიკური და ეკომეგობრული კომპანია. თითოეული ინგრედიენტი, რომელსაც ბრენდი მომხმარებლის საყვარელ ტანის კარაქებში, შამპუნებსა თუ ხელის კრემებში იყენებს, მოპოვებულია ეთიკურად, სამართლიანი ვაჭრობის გზით და რაც მთავარია, არ იტესტება ცხოველებზე. ყველანაირი შეფუთვა კი იქნება მუყაოს ან ალუმინის მასალით, რომელიც 100%-ით გადამუშავებადია.

უკვე 5 წელია, რაც The Body Shop-ი ქართულ ბაზარზე ოპერირებს და 7 დამოუკიდებელი ფილიალით არის წარმოდგენილი. კომპანიის პირველი მაღაზია რუსთაველზე გაიხსნა და მას შემდეგ მომხმარებლების საყვარელ ბრენდად იქცა.

"The Body Shop- აქტივისტი ბრენდია, რომელიც მუდმივად ცდილობს გოგონების მხარდაჭერასა და გაძლიერებას, გარემოზე ზრუნვასა და კეთილი ინიციატივების წამოწყებას. ჩვენც აქტიურად ვართ ჩართული მსგავს ინიციატივებში და ვცდილობთ ბრენდის ღირებულებები ქართველ მომხმარებლამდე სრულად მივიტანოთ", − აღნიშნავს კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენელი.

The Body Shop-ი საახალწლოდ ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადება და მომხმარებლებს გულუხვი საჩუქრების არჩევანს სთავაზობს. გამონაკლისი არც წლევანდელი წელია − ჯადოსნური საახალწლო კალენდრები, სასაჩუქრე ნაკრებები და ლიმიტირებული კოლექციები უკვე მაღაზიებშია და საყვარელ ადრესატებს ელიან. ბრენდი თითოეულ მომხმარებელს საშუალებას აძლევს ნებისმიერი ბიუჯეტის ფარგლებში შეარჩიოს საჩუქარი. აღსანიშნავია, რომ საახალწლო განწყობა უკვე თითოეულ ფილიალში იგრძნობა, სადაც მსხლისა და ალუბლის ლიმიტირებული კოლექციის საოცარი სურნელი ტრიალებს.

The Body Shop-ი თავიდანვე იმის ღრმა რწმენით შეიქმნა, რომ ბიზნესს შეუძლია იყო სიკეთის მამოძრავებელი ძალა და ეს ღირებულება მას ამ დრომდე არ დაუკარგავს. ბრენდი მუდმივად ცდილობს დადებითი ცვლილებები მოახდინოს სხვადასხვა მიმართულებით. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, წლევანდელი ახალი წლის მთავარი გზავნილიც ეს არის − ვაჩუქოთ ერთმანეთს დადებითი ცვლილებების მომტანი საჩუქრები. სწორედ ასეთ საჩუქრებს აღმოაჩენთ Body Shop-ის თითოეულ ფილიალში, რადგან დადებითი ცვლილებები პატარა საჩუქრებით იწყება.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში

მარკეტინგი

მარკეტინგის 8 ბრწყინვალე მაგალითი Instagram-ზე

ეს ცნობილი ანგარიშები ნათლად უჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სამიზნე აუდიტორიის გამოყენება