Ending Soon! Save 33% on All Access

რადიო სპექტაკლი "პირველი აქტი" საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 103 წლის აღსანიშნავად

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 103 წლის აღსანიშნავად თიბისიმ სპეციალურად მოწვეულ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად რადიო სპექტაკლი „პირველი აქტი" მოამზადა.

მიხეილ ჩარკვიანის და დავით ხორბალაძის რადიო სპექტაკლში მსახიობები: მერაბ ნინიძე, ნინო კასრაძე და კახა კინწურაშვილი მონაწილეობენ.

რადიო სპექტაკლის მოსმენას მსურველები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ზუსტად 103 წლის შემდეგ, 26 მაისს, 17:10 საათზე თიბისის და საბას ფეისბუქ გვერდებზე შეძლებენ.

რადიო სპექტაკლის შესახებ:

საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი აქტი არის ისტორიის ნიშნული, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ქცევისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი დაიწყო. 26 მაისს მიღებული დოკუმენტი მიიჩნევა დამოუკიდებლობის მოპოვების დღედ და მიუხედავად იმისა, რომ ეს თარიღი ნამდვილად უდიდესი მონაპოვარია, შემოქმედებითი ჯგუფი თვლის, რომ ეს არის შეთანხმება დამოუკიდებლობის სურვილზე და წარმოადგენს არა დასასრულს, არამედ დამოუკიდებლობის მოპოვების დასაწყისს, რომელიც 1918 წლის 26 მაისს დაიწყო და დღემდე გრძელდება, სწორედ ეს სურვილი წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ იდენტობას.

"პირველი აქტი" არის რადიო სპექტაკლი, რომელშიც სამი ხმა ისტორიულ ფაქტებზე და პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით დამოუკიდებლობის იდეაზე მსჯელობს, აანალიზებს საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ აქტს, როგორც პირველ ქმედებას დამოუკიდებელი ქვეყნის შესაქმნელად და ცდილობს გაიაზროს როგორ აისახა ეს დღე თითოეული მათგანის ცხოვრებაზე და რა მოხდებოდა ეს დღე საერთოდ რომ არ ყოფილიყო. სამი მსახიობი საუბრობს დამოუკიდებლობისთვის მუდმივ ბრძოლაზე, როგორც უწყვეტ პროცესზე, რომელიც დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრების მსურველისთვის ყოველდღიურ საზრუნავს წარმოადგენს. ამ დადგმაში დამოუკიდებლობის პირველი აქტი, გულისხმობს თეატრალური დადგმის პირველ მოქმედებას, რომელიც თავისთავად გულისხმობს რომ პროცესი არ დასრულებულა, ეს მხოლოდ პირველი აქტია და ახლა მეორე ან მესამე აქტში ვიმყოფებით. ისტორიული წყაროების კვლევით, ჯგუფი ცდილობს ფოკუსირდეს დამოუკიდებლობის აქტის მიღების ისეთ დეტალებზე, რომელზეც შესაძლოა საზოგადოებას აქამდე ყურადღება არ გაუმახვილებია და შექმნას ამ დღის სრულიად ახალი პერსპექტივა.

ტექსტში გამოყენებულია დოკუმენტური მასალა გაზეთებიდან: "საქართველო" , "სახალხო საქმე", "ალიონი", "ერთობა".

ასევე, გამოყენებულია ფრაგმენტები ქრისტინე (ბადუ) თოდუა - წულუკიძის წიგნიდან "ჩემი თავგადასავალი და ზოგიერთი მოგონებანი" და ფრაგმენტები შემოქმედებითი ჯგუფის პირადი გამოცდილებიდან.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

სტივ ჯობსი და წარმატების შვიდი წესი

ანტრეპრენერებისთვის ჯობსის უდიდესი დანატოვარი ის პრინციპებია, რომლებმაც მას წარმატება მოუტანა