Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველო ბანკი ბიზნესს მხარდასაჭერად სპეციალურ პლატფორმას სთავაზობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BOG

საქართველოს ბანკი COVID 19-თან ბრძოლის პირობებში ბიზნესებს მხარდასაჭერად პლატფორმას სთავაზობს.ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით ბევრ ბიზნესს მოუწია ახალ რეალობაზე გადაწყობა ან საქმიანობის დროებით შეჩერება. იმისათვის რომ მათ შექმნილ ვითარებაში შეძლონ რაც შეიძლება ნაკლები ფინანსური ზიანი მიადგეთ და ასევე, მოემსახურონ საოპერაციო ხარჯებს, საქართველოს ბანკი მათ სთავაზობს პლატფორმას https://argacherde.ge, სადაც ისინი შეძლებენ დარეგისტრირდნენ და საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება მომხმარებელს სპეცილურ ფასად შესთავაზონ. შეთავაზების გამოყენებას მომხმარებელი მას შემდეგ შეძლებს, რაც ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაბრუნდება და ბიზნესები კვლავ წარმატებით გააგრძელებენ საქმიანობას. ინიციატივის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ გვერდში დავუდგეთ ბიზნესებს დღეს, რომ მათ ხვალ ოპერირება შეძლონ. მომხმარებელს პლატფორმა აძლევს შესაძლებლობას, მისთვის სასურველი პროდუქტისა თუ მომსახურების შეძენით საკუთარი წვლილი შეიტანონ ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის საქმეში და ასევე, ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებით.

„საქართვლოს ბანკისათვის ბიზნესის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ახლა როცა ბიზნესებს ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა, გვინდა მათ მივცეთ შესაძლებლობა და ახალი გადაწყვეტები, რათა შეძლონ საქმიანობის გაგრძელება. COVID 19 ჩვენი საერთო მტერია, რომელიც გავლენას ახდენს თითოეულ ჩვენგანზე და იმისათვის რომ ერთიანი ძალებით წინ აღვუდგეთ ვირუსს, საჭიროა საერთო ძალისხმევა. ახლა ყველას გვაქვს შანსი, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთო საქმეში და დავეხმაროთ ბიზნესებს, რათა მომავალში ისევ ვესტუმროთ ჩვენს საყვარელ ადგილებს, ისევ მივიღოთ ჩვენთვის სასურველი მომსახურება. ერთად ყველაფერი შესაძლებელია. ერთად ბიზნესის გადარჩენა შეგვიძლია",-განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, ინიციატივა Instagram-ის დამფუძნებელს მაიკ კრიგერს ეკუთვნის. ის სან ფრანცისკოში შეიქმნა, თუმცა პლატფორმა ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის თუ ბიზნესისთვის.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ