Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს ბანკი ''წიგნების თაროსთან'' მჭიდრო პარტნიორობას განაგრძობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BOG

საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკისა და „წიგნების თაროს" პარტნიორობით, თელავში, ახალგაზრდებში ცოდნის და განათლების პოპულარიზაციის მიზნით კონფერენცია გაიმართა.

საოცარი ახალი სამყარო - ასეთია შემეცნებითი ღონისძიების სახელი, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა და ქვეყნის გამორჩეულმა პროფესიონალებმა თანამედროვეობის აქტუალურ საკითხებზე, მომავლის ხედვებსა და ტენდენციებზე ისაუბრეს. ღონისძიებას „ჰოლიდეი ინნ თელავმა" უმასპინძლა.

კონფერენცია საკმაოდ დატვირთული იყო. ის "წიგნების თაროს" თამაშით გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში სტუდენტები მოხსენებით "სტუდენტები ფიქრობენ" წარსდგნენ.

კონფერენციაზე პაპუნა ტოლიაშვილის მასტერკლასი - „რა იწვევს ორგანიზაციულ კრიზისს და როგორ ხდება ორგანიზაციის კრიზისიდან გამოყვანა", ასევე ლევან გიგინეიშვილის მასტერკლასი - „ფილოსოფიის ვნება" ჩატარდა. ღონისძიება გელა ბაბლუანთან შეხვედრით დასრულდა.

"საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. მოხარულები ვართ, რომ "წიგნების თაროსთან" პარტნიორობით მოგვეცა შესაძლებლობა, ხელი შეგვეწყო ახალგაზრდებისთვის მსგავსი საინტერესო ღონისძების ორგანიზებაში და ასევე, კიდევ ერთხელ ჩვენი წვლილი შეგვეტანა მომავალი თაობების განათლებასა და განვითარებაში." - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, "წიგნების თაროსა" და საქართველოს ბანკის პარტნიორობის ფარგლებში ეს უკვე მესამე ერთობლივი ღონისძებაა. პანდემიის პირობებში არაფორმალური განათლების ონლაინ სკოლა შეიქმნა. „ახალგაზრდები ბავშვების მომავლისთვის" - ასეთია "წიგნების თაროს სკოლის" სლოგანი, რომლის მასწავლებლებიც მაყურებლისთვის საყვარელ სახეებად ქცეული თაროელები, ქვეყნის გამორჩეული ახალგაზრდები არიან. 20 ივლისიდან კი პატარებისთვის საზაფხულო ონლაინ კურსი დაიწყო, რომელიც დაწყებითი კლასების მოსწავლეებს დამატებით, კლასგარეშე გაკვეთილებს სთავაზობს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

არ გაჩერდე, საქართველო

როცა ერთობა ასე ანათებს თავისუფლება გარდაუვალია

ტექნოლოგიური ტრენდები

რატომ არის Google Workspace აუცილებელი თქვენი ბიზნესისთვის?

რას წარმოადგენს Google Cloud-ის Google Workspace?!

მარკეტინგი

როგორ შევურჩიოთ სახელი კომპანიას?

ნებისმიერი სახელწოდება შეიძლება ეფექტური გამოდგეს, თუკი ზურგს მყარი მარკეტინგული სტრატეგია უმაგრებს

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ