Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ ღანირში ტყემლის ბაღები გაშენდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BOG

საქართველოს ბანკი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკის ჩართულობით, სამტრედიის სოფელ ღანირში ტყემლის, მსხლის და ვაშლის ბაღებს ტყემლის ახალი ნარგავები დაემატა. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ნარგავები 5 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა. პროექტის ფარგლებში, შეღავათიანი აგრო სესხით, მეწარმემ შეიძინა ტრაქტორი და გამართა დენის და სარწყავი სისტემები. ასევე, კაპიტალურად შემოიღობა ფართობი და აღიჭურვა ვიდეო კამერებით.

წელს უკვე პირველად, მეწარმემ 12 ტონამდე მოსავალი მიიღო, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ ბაზარზე განახორციელა. მომავლ წელს კი მოსალოდნელია 35 ტონა მოსავლის მიღება. სწორედ ამიტომ, მეწარმე სამომავლოდ საწარმოს აშენებასა და ტყემლის საწებლის წარმოების დაწყებას გეგმავს.

ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 50,000 ლარს შეადგენს. ობიექტზე ამჟამად 10 ადამიანია დასაქმებული. ბაღებს საკუთარი აგრონომი ემსახურება.

"სასიხარულოა, რომ ბანკთან თანამშრომლობით კიდევ ერთი ადგილობრივი ბიზნესი გაფართოვდა. სამტრედიის სოფელ ღანირში ტყემლის და ხილის ბაღების გაშენების პროექტი ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი წარმოების ზრდას, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებას. ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად აგრძელებს ფინანსურ მხარდაჭერას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდნენ ბიზნესები და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. გვჯერა, რომ მსგავსი პროქტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას", - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

სტივ ჯობსი და წარმატების შვიდი წესი

ანტრეპრენერებისთვის ჯობსის უდიდესი დანატოვარი ის პრინციპებია, რომლებმაც მას წარმატება მოუტანა