Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ''ხობი 2 ჰესის'' გვირაბის გაყვანის სამუშაოები დასრულდა

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყლის მიმდებარედ „ხობი 2 ჰესის" გვირაბის გაყვანის სამუშაოები წარმატებით დასრულდა. საქართველოს ბანკის მიერ პროექტის მხარდასაჭერად 28 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია გამოიყო. სოფელ მუხურიდან 1.2 კმ-ის დაშორებით განთავსებული ჰესის სიმძლავრე 46.7 მეგავატს უტოლდება. პროექტი 6,658 მეტრის სიგრძის გვირაბს და სხვა ინფრასტრუქტურას აერთიანებს. პროექტს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია" ახორციელებს.

„ხობი 2 ჰესის" პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. მისი ჯამური ღირებულება 83 მლნ. აშშ დოლარია. ჰესის წლიური გამომუშავება 195 გვტ/სთ-ს შეადგენს.

ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის სახელმწიფო ენერგოსისტემაში ჩართვა 19 კმ. სიგრძის 220 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით მოხდება.

„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა მხარი დაგვეჭირა ქვეყნისთვის მსგავსი მნიშვნელობის პროექტის განხორციელებაში. ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც გარემოსდაცვითი პრინციპებით ფუნქციონირებენ, ფუნდამენტურ როლს თამაშობენ ქვეყნის მდგრად განვითარებაში. მოხარული ვართ, რომ 2 წლიანი სამუშაოების შემდეგ, წარმატებით დასრულდა „ხობი 2 ჰესის" გვირაბის გაყვანის სამუშაოები. დარწმუნებული ვართ, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში, დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას და არამარტო, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებას ითვალისწინებს", - აცხადებს საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი, ნიკოლოზ ბახტაძე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Lambda Gaming-ის გაბრწყინება CasinoBeats 2024-ზე

8Bit Football Twinko წლის საუკეთესო თამაშად დასახელდა!

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!