Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში ყველაზე მასშტაბური მათემატიკის სასკოლო ოლიმპიადა - ევერესტი იწყება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს განათლების მხარდაჭერას და მოსწავლეებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამიტომ, ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში ყველაზე მასშტაბური მათემატიკის სასკოლო ოლიმპიადის - ევერესტის მხარდამჭერია.

მათ, ვისაც ლოგიკური და საინტერესო მათემატიკური ამოცანები აინტერესებთ, შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ როგორც ევერესტის ოქროს ტურში, ასევე სამტურიან ოლიმპიადაში. ორივე ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე.

ოქროს ტური წელს 28-29 ოქტომბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღებას მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეები შეძლებენ. ოქროს ტურის ფარგლებში, ბავშვებმა უნდა ამოხსნან 14 ამოცანა, ოლიმპიადის ბოლოს კი საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა გამოვლინდება.

ოქროს ტურზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ის 25 ოქტომბერს დასრულდება.

სამტურიანი ოლიმპიადის ფარგლებში კი პირველ ეტაპზე მოსწავლეები გაივლიან ტესტირებას ონლაინ, შემდეგ კი შერჩეული კანდიდატები მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 4-5 ნოემბერს ჩატარდება.

ფინალური ტური 2-3 დეკემბერს გაიმართება, რომლის ფარგლებშიც საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე გამოვლინდება. სამტურიან ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაწყებულია და პირველ ნოემბერს დასრულდება.

ოქროს ტურისა და სამტურიანი ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია კი 24 დეკემბერს გაიმართება.

"საქართველოს ბანკი განაგრძობს მოსწავლეებისთვის განათლებისა და საკუთარი თავის გამოვლენის შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ევერესტის ოლიმპიადა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მათემატიკის ოლიმპიადაა, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება, საინტერესო მათემატიკური ამოცანების მეშვეობით გამოსცადონ საკუთარი თავი და უნარები, შეიმეცნონ უფრო მეტი და განივითარონ ლოგიკური აზროვნება. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ახალი ინიციატივების განხორციელებას", - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.

ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ