Ending Soon! Save 33% on All Access

Space Hack - ჰაკათონი კოსმოსური ინოვაციების აღმოსაჩენად გლობალური მეწარმეობის კვირეული გრძელდება!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GEN Georgia

გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში მორიგი საინტერესო აქტივობა შედგება!

Space Hack ეს არის ორ დღიანი ჰაკათონი, რომელიც 22 ნოემბერს გაიხსნება. მისი ძირითადი თემებია კოსმოსისა და ტურიზმის ინოვაციები. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები ორი დღის განმავლობაში იმუშავებენ იდეების კონცეფციისა შექმნასა და ვიზუალიზაციაზე მენტორებთან ერთად, სამუშაო პროცესის ბოლოს კი შედეგს ჟიურის წინაშე წარადგენენ.

მასში მონაწილეობა შეუძლიათ:

  • დიზაინერებს
  • პროგრამისტებს
  • ბიზნეს განვითარების სპეციალისტებს
  • მარკეტოლოგებს
  • ასტრონავტებს
  • ასტროფიზიკოსებს
  • კოსმოსური ინოვაციებით დაინტერესებულ პირებს

სარეგისტრაციო ფორმა - http://bit.ly/32zgnYD

ჯილდო

ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი ავტომატურად გახდება 24-25 აპრილს დაგეგმილი საერთაშორისო ჰაკათონის, Actinspace-ის ფინალისტი. Actinspace -ის გამარჯვებული გუნდი 17-20 ივნისს მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთში, ტულუზაში გამართულ საერთაშორისო ჰაკათონზე.

ჰაკათონის გამარჯვებულ გუნდს მენტორობას გაუწევენ GEN Space -ის დამფუძნებელი ამერიკელი მენტორები.

ჰაკათონის გამარჯვებულ გუნდებს კონცეფციის პოპულარიზაციაში დაეხმარება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მერიის ტურიზმის დეპარტამენტი.

სფეის ჰაკი ხორციელდება GEN Georgia - და ბიზნეს აქსელერატორი სპარკის თანაორგანიზებით. ჰაკათონის მხარდამჭერია თბილისის ღია უნივერსიტეტი. პროექტის გენერალური მედია პარტნიორია Entrepreneur.

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ- საელჩოს დაფინანსებით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

სტივ ჯობსი და წარმატების შვიდი წესი

ანტრეპრენერებისთვის ჯობსის უდიდესი დანატოვარი ის პრინციპებია, რომლებმაც მას წარმატება მოუტანა