Get All Access for $5/mo

Tbilisi Newcomer 2022 ცნობილია Newcomers Tbilisi Open Air-ის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ბენდებისა და მუსიკოსების აღმოჩენას

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Tbilisi Newcomer 2022 მემე ჟორდანია გახდა. მემე ბენდთან ერთად Tbilisi Open Air-ზე ფესტივალის პირველ დღეს, 24 ივნისს დაუკრავს. Tbilisi Open Air-ის Singer Stage-ზე დაუკრავს Newcomers-ის 2 ფინალისტი - 'პელარგონია' და 'პროცესი'.

Newcomers Tbilisi Open Air-ის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ბენდებისა და მუსიკოსების აღმოჩენას. ეხმარება ახალბედა ბენდებს იმიჯის შექმნასა და ტექნიკური უნარების გაუმჯობესებაში, ხოლო გამოცდილ მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, პუბლიკას წარმოუდგინონ თავიანთი ახალი ნამუშევრები.

თიბისი დგას ახალი თაობის გვერდით და აქტიურად უჭერს მხარს პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდებისთვის ხორციელდება. ის ახალი თაობისთვის შექმნილი მრავალი პროექტის მხარდამჭერი და იდეის ავტორია. თიბისისთვის მნიშვნელოვანია კულტურის განვითარება და წინსვლა. სწორედ ამიტომ, თიბისი კვლავ, Tbilisi Open Air 2022-ის მთავარი პარტნიორია.

2022 წელს Newcomers-ის ფინალისტებიდან რჩეული პროექტები გამოავლინა ROKVA Festival-მაც - 'პროცესი' ფესტივალის მთავარ სცენაზე დაუკრავს, Ly Sas - ღამის სცენაზე.

Tbilisi Open Air-ისა და ROKVA-ს თანამშრომლობის მიზანია, რაც შეიძლება დიდ აუდიტორიას გავაცნოთ პერსპექტიული მუსიკოსები და დავეხმაროთ პროექტებს თავის დამკვიდრებაში.

ახალი ბენდებისა და მუსიკალური პროექტების აღმოჩენას Tbilisi Newcomers 2009 წლიდან ემსახურება. დაჯილდოება ფესტივალის ორგანიზატორებმა 13 წლის წინ შექმნეს.

Tbilisi Newcomers-ის გამარჯვებულები სხვადასხვა წელს იყვნენ LOUDspeakers, 4D Monster Lobsters, Lua, Bedford Falls, Mellow, Greenbeam & Leon… Tbilisi Open Air 24, 25-26 ივნისს, უცვლელ მისამართზე, Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან: alt-J, Okean Elzy, Cigarettes After Sex

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

OnWay-მ 2023 წელს მილიონზე მეტი ამანათი გადაზიდა

წელს განსაკუთრებით გაიზარდა კომპანიის, როგორც რეგიონული გადამზიდის, მასშტაბები

Business News

Lambda Gaming-ის გაბრწყინება CasinoBeats 2024-ზე

8Bit Football Twinko წლის საუკეთესო თამაშად დასახელდა!

ინსპირაცია

ივანე მუხრანბატონი ინოვატორი ანტრეპრენერი XIX საუკუნის საქართველოდან

სწორი მენეჯმენტი, საკუთარი იდეის რწმენა და ინოვაციური აზროვნება ადამიანს მთებს გადაადგმევინებს