Ending Soon! Save 33% on All Access

თიბისიმ უკრაინას Океан Ельзи-ის ცნობილ მელოდიაზე მომზადებული ვიდეორგოლი მიუძღვნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Tbilisi Open Air წელს 24-26 ივნისს, ტრადიციულად, ლისის საოცრებათა ქვეყანაში ჩატარდა. ფესტივალზე მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ და 3 დღის განმავლობაში მრავალფეროვანი შოუ შესთავაზეს მსმენელს. ფესტივალის 3 სხვადასხვა სცენაზე ისეთი უცხოელი და ქართველი არტისტები ვიხილეთ, როგორებიც არიან: alt-J, Rhye, Cigarettes After Sex, MokuMoku, Bedford Falls და ბევრი სხვა.

26 ივნისს მსმენელი განსაკუთრებული ემოციებით ელოდა უკრაინულ ჯგუფ Океан Ельзи-ს, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ესტუმრა Tbilisi Open Air-ს.

ბენდის ერთ-ერთ ცნობილ მელოდიაზე "Незалежність" თიბისიმ ვიდეორგოლიც მოამზადა, რომლის ნახვაც აქ შეგიძლიათ: https://www.facebook.com/watch/?v=1404602320037604

სულ შენთანაა: გულწრფელი გრძნობები - ზუსტად ამ სიტყვებით გადმოსცა თიბისიმ ვიდეორგოლის მთავარი სათქმელი. იდეის ავტორი მერი გიორგობიანი, ხოლო რეჟისორი გიორგი პოპიაშვილია. საწარმო კომპანია "ენკენი ფილმსმა" კი, 2 წუთში ყველა იმ ნამდვილ გრძნობას მოუყარა თავი, რაც ჩვენს ყოველდღიურობას განსაკუთრებულს ხდის.

აღსანიშნავია, რომ Океан Ельзи-ს, შემოქმედებითი გუნდის და თიბისის ინიციატივით ვიდეორგოლის დამზადების თანხის ნაწილი უკრაინის თანადგომის ფონდში ჩაირიცხა.

ამ ეტაპზე, თიბისის მხარდაჭერით უკრაინის თანადგომისთვის გამოყოფილ საქველმოქმედო ანგარიშზე 2 მილიონამდე ლარია შეგროვებული.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს