Ending Soon! Save 33% on All Access

ვებსტერის უნივერსიტეტის ესეების კონკურსის გამარჯვებული ლაშა გიორგი შამუგია გახდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსაღნიშნავად, ამერიკულმა ვებსტერის უნივერსიტეტმა, აბიტურიენტებისთვის ესეების კონკურსი დამოუკიდებლობის თემატიკაზე ჩაატარა.

ხმათა უმრავლესობით გამარჯვებული აბიტურიენტი ლაშა გიორგი შამუგია გახდა.

ლაშა, კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა რომელმაც 250.000$-იანი დაფინანსებით პრინსტონის უნივერსიტეტში - Princeton University (აშშ) ჩაირიცხა.

გამარჯვებული კონკურსანტი ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსიდან 1000 ლარის ოდენობის პრემიას და სპეციალურ სერტიფიკატს მიიღებს.

ხოლო, გამარჯვებული ესე გამოქვეყნდება პუბლიკაციის სახით Forbes Georgia - ვებ გვერდზე.

დამოუკიდებლობის დღის აღსაღნიშნავ ღონისძიებაზე, ესეების კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, აგრეთვე ჩატარდა პრეზენტაციები საქართველოში არსებული ამერიკული ორგანიზაციების წარმომადგენლობების მიერ, საგანმანათლებლო პროექტების და სტუდენტების მხარდამჭერი ინიციატივების შესახებ.

კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია წარმომადგენლებით საქართველოს პარლამენტიდან, აშშ-ის საელჩოდან საქართველოში, USAID ოფისიდან, ამერიკის სავაჭრო პალატიდან (AMCHAM),საქართველოს ატლანტიკური საბჭოდან, ამერიკული საბჭოდან და აჭარა ჯგუფიდან.

ჟიურის წევრები არიან:

  • თამარ ტალიაშვილი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს პარლამენტი
  • ირაკლი ბაიდაშვილი - პირველი ვიცე პრეზიდენტი, ამერიკის სავაჭრო პალატა
  • კრის ანდერსონი - კულტურის ატაშე, აშშ-ის საელჩო საქართველოში
  • ტიმოთი ბლაუველტი - რეგიონალური დირექტორი, ამერიკული საბჭო
  • გიორგი მუჩაიძე - აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • ნინო კვერნაძე - აღმასრულებელი დირექტორი, აჭარა ჯგუფი
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

სტივ ჯობსი და წარმატების შვიდი წესი

ანტრეპრენერებისთვის ჯობსის უდიდესი დანატოვარი ის პრინციპებია, რომლებმაც მას წარმატება მოუტანა