Ending Soon! Save 33% on All Access

"ბუშეტი" მომხმარებელს პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Busheti

ბუშეტი" ქართული ბრენდია, რომელიც 2017 წლის მიწურულს ირაკლი ღოღობერიძემ დააფუძნა. იგი მომხმარებელს განსაკუთრებულ სერვისს სთავაზობს, რაც ლიმიტირებული რაოდენობით ჩამოსხმულ ღვინოზე ინდივიდუალურ ეტიკეტირებას გულისხმობს. გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ საყვარელი ადამიანი გაახაროთ, განსხვავებული გემოვნების მქონე მყიდველს საშუალება ეძლევა ღვინის მრავალფეროვანი სახეობებიდან მისთვის სასურველი აარჩიოს – იქნება ეს საფერავი, რქაწითელი, წინანდალი, ხვანჭკარა თუ სხვა.

„ბუშეტი" მხოლოდ ღვინის სახეობასა და ეტიკეტირებაზე არ ამახვილებს აქცენტს. იგი კლიენტს დამატებით კრაფტის ქაღალდის ან ხის ყუთის შეფუთვას სთავაზობს. ეს კი საჩუქარს განსაკუთრებულ იერს სძენს, რაც მნიშვნელოვანია პროდუქტით დაინტერესებული როგორც კერძო პირისთვის, ისე კომპანიებისთვის.

ბრენდი მუდმივად ცდილობს მომხმარებლის აზრებს მოუსმინოს და მათი ინტერესების გათვალისწინებით დროდადრო სიახლეებით გაანებივროს. ამჯერად „ბუშეტის" გუნდმა გადაწყვიტა კლიენტებისთვის უფრო დიდი არჩევანის საშუალება მიეცა. გარდა მხოლოდ სტანდარტული ბოთლის ღვინისა (0,75), კომპანიამ დაინტერესებულ პირებს 1,5 და 3-ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული სასმელი შესთავაზა, რომლის შეძენა უკვე შესაძლებელია.

Entrepreneur-თან საუბრისას ბრენდის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ „ბუშეტის" პერსონიფიცირებული ღვინის შეკვეთა ონლაინ – Facebook-ისა და Instagram-ის მეშვეობით შეძლება, ასევე Entrepreneur Shop-ზე. მიწოდება კი 3 დღის განმავლობაში ხდება – როგორც თბილისის მასშტაბით, ისე დედაქალაქის ფარგლებს გარეთ.

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

სტივ ჯობსი და წარმატების შვიდი წესი

ანტრეპრენერებისთვის ჯობსის უდიდესი დანატოვარი ის პრინციპებია, რომლებმაც მას წარმატება მოუტანა