Ending Soon! Save 33% on All Access

Gastronome 4 წლის ხდება - კომპანია იუბილეს მომხმარებლებთან ერთად აღნიშნავს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

30 სექტემბერი "გასტრონომის" დაბადების დღეა, პრემიუმ პროდუქტების მაღაზიათა ქსელი 4 წლის ხდება.

ქართულ ბაზარზე "გასტრონომი" 2019 წლიდან აქტიურად ოპერირებს. კომპანიის ბიზნესკონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებას გულისხმობს, რაც წარმატებით გამოსდის.

დღეს Gastronome Group "გასტრონომის" დელიკატესების მაღაზიის 6 ფილიალითა და 4 პრემიუმ კლასის რესტორნით არის წარმოდგენილი, ესენია: იტალიური Bistro by Gastronome, Argentinian Steakhouse by Gastronome, უნიკალური შტრიხების მქონე ქართული რესტორანი Tamara და კლუბი ZEN. გარდა ამისა, Gastronome Group კონცეპტუალურ შოურუმს გვთავაზობს Kitchen and Living by Gastronome-ის სახით, რომელიც სამზარეულოსა და უკეთესი ცხოვრებისთვის აუცილებელ სხვა ნივთებსა და დიზაინის ობიექტებს აერთიანებს.

30 სექტემბერს Gastronome დაბადების დღეს საკუთარ მომხმარებლებთან ერთად აღნიშნავს. მთელი დღის განმავლობაში ყველა ფილიალში ხელმისაწვდომი იქნება სასიამოვნო გარემო, ფურშეტი, სასმელები და ექსკლუზიური ფასდაკლება − 30% სრულ ასორტიმენტზე. გარდა ამისა, ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებულ ფილიალში გაიმართება ღონისძიება, რომელიც "გასტრონომის" ერთგულ მომხმარებლებს სასიამოვნო მუსიკით, საჩუქრებით, გათამაშებებითა და საინტერესო აღმოჩენებით უმასპინძლებს.

მისამართები:

ჭავჭავაძის გამზ. 49დ

ამაღლების ქ. 12

ა. ბელიაშვილის ქ. 27

ვაჟა-ფშაველას გამზ. 22

ი. აბაშიძის ქ. 65/67

ლისი, ნეკერჩხლის ქ. 2

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ