Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს ფინტექ ასოციაცია AML ტრენინგებს იწყებს კურსს გაუძღვებიან დარგის გამორჩეული პროფესიონალები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ფინტექ ასოციაცია ქვეყნის წამყვანი ფინტექ ორგანიზაციების გაერთიანების ადგილია. დაარსების დღიდან მათ მთავარ მიზანს სექტორის განვითარების ხელშეწყობა, ხმის გაძლიერება და ცოდნის გაზიარება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, 2024 წლიდან FIA-მ დანერგა AML (ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონი) ტრენინგი.

ფინტექ სექტორი საქართველოში საგრძნობლად მაღალი ტემპით იზრდება. ამასთან ერთად, მაღალია ახალი მოთამაშეების მაჩვენებელიც, როგორც ლოკალური ისე საერთაშორისო, შესაბამისად უფრო მაღალია მოთხოვნა AML ოფიცრების პოზიციაზე, რისი დაკმაყოფილებაც განათლების სექტორს არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, FIA-მ შეიმუშავა უნიკალური ტრენინგ კურსი, რომელიც მორგებულია, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო AML კანონმდებლობაზეც და სრულად აკმაყოფილებს ბაზარზე არსებულ სტანდარტებს.

კურსი შეეხება სამართლებრივი საფუძვლების განხილვასა და შესწავლას, პროდუქტთან/მომსახურებასთან და კლიენტთან დაკავშირებულ პოლიტიკას, მათი იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის მნიშვნელობას. ასევე, კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან რეპორტინგს, აუდიტს და შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფებს, რომლებიც გამოიყენება აღნიშნულ სფეროში კანონთან შესაბამისობაში ყოფნისათვის.

კურსს გაუძღვებიან დარგის გამორჩეული პროფესიონალები, როგორც საბანკო, ისე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგნელები. თითოეულ მათგანს გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.

ტრენინგ კურსის მთავარ მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში ბიზნესის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას და ამავდროულად მარეგულირებელთან შესაბამისობაში ყოფნას.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ამ მიმართულებით კადრების ნაკლებობაა, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს როგორც მცირე, ისე დიდი ორგანიზაციებისთვის. ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლა საინტერესო და დინამიური სფეროა, რომელიც მოითხოვს უწყვეტ სწავლასა და ადაპტაციას.

კურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ასოციაციის ვებ გვერდზე: https://fintechs.ge/ka/aml.html

კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3VzEkOw

info@fintechs.ge

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ