Ending Soon! Save 33% on All Access

Bocuse d'Or Georgia - ყველაზე მასშტაბური გასტრონომიული ჩემპიონატის ეროვნული შესარჩევი ტური იწყება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Bocuse d'Or

2019 წლის 2 და 3 ნოემბერს პირველად საქართველოში, „Expo Georgia"-ს მეთერთმეტე პავილიონში, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული ჩემპიონატის „Bocuse d'Or"–ის ეროვნული შესარჩევი კონკურსი ჩატარდება.


„Bocuse d'Or Georgia"-ს ფარგლებში 100 ქართველი აპლიკანტიდან 8 მონაწილე შეირჩევა, რომელთა კერძებსაც ქართველი და უცხოელი შეფებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წევრები შეაფასებენ.

ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებულები გაემგზავრებიან ტალინში, ევროპის კონტინენტურ ნახევარფინალზე. აღნიშნულ კონკურსში წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში კი 2021 წელს, საქართველო საფრანგეთში Bocuse d'Or -ის საერთაშორისო ფინალზე წარსდგება. ქალაქ ლიონში 24 ქვეყნის ფინალისტი უმაღლესი ჯილდოს - „ოქროს ბოკუზის" მოსაპოვებლად იბრძოლებს.

„Bocuse d'Or"– ის კულინარიულ კონკურსში საქართველოს მონაწილეობა ქვეყნისა და მისი მდიდარი გასტრონომიული კულტურის პოპულარიზაციის უნიკალური შესაძლებლობაა.

„Bocuse d'Or Georgia"–ს ორგანიზატორი გახლავთ ბიზნეს საკონსულტაციო სააგენტო – „გასტრონავტი", პროექტის წარმდგენი – საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია, პროექტის მხარდამჭერნი კი – საქართველოს კულინარიის ფედერაცია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

2019 წელს საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა მსოფლიოში ცნობილ კულინარიულ გამოფენაში - "Sirha" (რომლის ფარგლებშიც ტარდება Bocuse D'or-ის ჩემპიონატის ფინალი), სადაც ქართულმა სამზარეულომ დიდი მოწონება დაიმსახურა, რის შემდეგადაც ქვეყნის „Bocuse D'or"–ის ჩემპიონატში მონაწილეობა გახდა შესაძლებელი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

თუ სერიოზულად ფიქრობთ წარმატებაზე, ეს 6 წიგნი წაიკითხეთ

ადამიანებმა უკვე მიაღწიეს იმას, რასაც თქვენ ახლა ცდილობთ და ამაზე წიგნებიც დაწერეს. წარმატების გზაზე ეს წიგნები დაგეხმარებათ

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

სტივ ჯობსი და წარმატების შვიდი წესი

ანტრეპრენერებისთვის ჯობსის უდიდესი დანატოვარი ის პრინციპებია, რომლებმაც მას წარმატება მოუტანა