Ending Soon! Save 33% on All Access

"ინვესტიცია სტარტაპებში" – BTU-ს, პროგრამა "სტარტაპერისა" და თიბისი კაპიტალის პანელური დისკუსია თიბისი კონცეპტის შეხვედრების ფარგლებში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - BTU, თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი" და თიბისი კაპიტალი, კონცეპტ შეხვედრების ფარგლებში, სტარტაპებში ინვესტიციის თემაზე პანელურ დისკუსიას უმასპინძლებენ.

დისკუსიის ფარგლებში, სპიკერები საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემაზე ისაუბრებენ. ასევე, აუდიტორიას ინვესტიციის სახეობებს გააცნობენ და მოყვებიან - როგორ ხდება პროექტის შეფასება, დაფინანსების რა ტიპის შესაძლებლობები არსებობს და რა რისკებსა და პოტენციურ უკუგებას შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ტიპის სტარტაპი.

პანელური დისკუსიის მონაწილეები და თემები:

  • თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი - მერი ჩაჩანიძე სტარტაპებში ინვესტიციას მიმოიხილავს და აუდიტორიას გააცნობს რომელი კრიტერიუმებით აფასებენ ინვესტორები მცირე და საშუალო ბიზნესებს;
  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი - ნინო ენუქიძე სტარტაპ ეკოსისტემაზე და BTU-ს იმ ინიციატივებზე ისაუბრებს, რომლებსაც უნივერსიტეტი სტარტაპების მხარდასაჭერად ახორციელებს;
  • თიბისის მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის ხელმძღვანელი - ნათია ვაჭარაძე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს;
  • სტარტაპ Phubber-ის თანადამფუძნებელი - გიორგი ჩუგოშვილი კერძო ინვესტიციის მოპოვების პროცესსა და თავის გამოცდილებაზე ისაუბრებს.

გლობალური სტარტაპ ფონდი პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდია საქართველოში, რომელიც სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შეიქმნა. 2021 წლიდან გლობალური სტარტაპ ფონდის სტრატეგიული პარტნიორი თიბისი ბანკის პროგრამა სტარტაპერი გახდა.

დისკუსია 7 აპრილს, 18:30 საათზე ჩატარდება.

ღონისძიებაზე დასასწრები ბმული

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

თუ სერიოზულად ფიქრობთ წარმატებაზე, ეს 6 წიგნი წაიკითხეთ

ადამიანებმა უკვე მიაღწიეს იმას, რასაც თქვენ ახლა ცდილობთ და ამაზე წიგნებიც დაწერეს. წარმატების გზაზე ეს წიგნები დაგეხმარებათ

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

სტივ ჯობსი და წარმატების შვიდი წესი

ანტრეპრენერებისთვის ჯობსის უდიდესი დანატოვარი ის პრინციპებია, რომლებმაც მას წარმატება მოუტანა