Ending Soon! Save 33% on All Access

მეიჯერელ საქართველოს ჯადოსნური საახალწლო საჩუქარი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: მეიჯერელი

სულ რამდენიმე თვის წინ მეიჯერელ საქართველოს ხუთი წელი შეუსრულდა და უკვე 2700 წევრიან გუნდთან ერთად მნიშვნელოვანი წარმატებები შეაჯამა. მოახლოვდა ახალი წელი და კომპანიაში იმაზე ფიქრი დაიწყეს, თუ როგორ გაეხარებინათ უკლებლივ ყველა თანამშრომელი; წელს მეიჯერელში განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი და ყველასათვის შესაბამისი საჩუქრის მოფიქრება გადაწყვიტეს, რადგან წელი მართლაც გამოწვევებით სავსე იყო — კომპანიამ წარმატებით გაართვა თავი პანდემიის თანმდევ სირთულეებს, აიყვანა 1000-ზე მეტი ახალი თანამშრომელი, პროექტების რაოდენობა 9-მდე გაზარდა და, ამასთან, სამუშაოს შესრულების მაღალი სტანდარტი შეინარჩუნა.

ბევრი ფიქრის შემდეგ ორგანიზატორთა გუნდმა გადაწყვიტა, თანამშრომლებისთვის რაიმე ხელშესახებისა და სტანდარტულის ნაცვლად შეუცვლელი, განუმეორებელი ემოციები, ბედნიერი მომენტები და სასიამოვნოდ გატარებული დრო ეჩუქებინა, ამიტომ ყოველ თანამშრომელს Rooms Hotels-ის 2 კაციანი ვაუჩერი გადასცა.

"მადლობას ვუხდი მეიჯერელის თითოეულ თანამშრომელს, ერთად მიღწეული წარმატებისა და იმ მოგონებებისათვის, რომლებიც ამ ხუთ წელში შევქმენით. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კომპანიამ განვლილი წლების განმავლობაში შეიძინა, თანამშრომელთა მრავალფეროვანი გუნდია, რომლის გარეშეც ვერაფერი გამოგვივიდოდა. ამ საჩუქრით გვინდოდა, ჩვენი მადლიერება გამოგვეხატა და კიდევ ერთხელ გვეთქვა, როგორ ვამაყობთ თითოეული თანამშრომლით. იმედი გვაქვს, მათი გახარება შევძელით" — თქვა ალექსანდრ მირონენკომ, მეიჯერელ საქართველოს დირექტორმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

თუ სერიოზულად ფიქრობთ წარმატებაზე, ეს 6 წიგნი წაიკითხეთ

ადამიანებმა უკვე მიაღწიეს იმას, რასაც თქვენ ახლა ცდილობთ და ამაზე წიგნებიც დაწერეს. წარმატების გზაზე ეს წიგნები დაგეხმარებათ

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

სტივ ჯობსი და წარმატების შვიდი წესი

ანტრეპრენერებისთვის ჯობსის უდიდესი დანატოვარი ის პრინციპებია, რომლებმაც მას წარმატება მოუტანა