Ending Soon! Save 33% on All Access

თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება გაიმართება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

2019 წლის 8-10 ნოემბერს, თბილისში, Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება გაიმართება. Startup Grind Europe-Asia Connect-ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრება. ღონისძიების შესახებ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილემ საქართველოში ალექსანდრა ქოულიმ და Startup Grind Tbilisi-ის დირექტორმა კოლინ დონოჰიუმ ისაუბრეს.

საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება „სილიკონ ველისა"(8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) შემდეგ. კონფერენცია აერთიანებს 30-ზე მეტ სპიკერს, 20-ზე მეტი ქვეყნიდან.

Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება თავს მოუყრის მსოფლიოს წარმატებულ სტარტაპებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებს და ექსპერტებს იმისთვის, რომ რეგიონი მიმზიდველი გახადოს მსოფლიოს წარმატებული ბიზნესებისთვის, ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში.

თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სპიკერები მსოფლიოს ისეთი კომპანიებიდან, როგორიც არის: Google, 500 Startups Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift და სხვა. ასევე, ანტრეპრენერები, ტრენერები და ინვესტორები ევროპიდან და აშშ-დან. ღონისძიება მოიცავს მრავალფეროვან სესიებსა და ფორმატებს, რომლებიც დამსწრეებს ევროპის მასშტაბით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს გააცნობენ.

Startup Grind-ი ყველაზე დიდი საერთაშორისო ქსელია სტარტაპებისთვის და განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი კომპანიებისთვის, რომელიც 600-ზე მეტ წარმომადგენლობას და 2 მილიონ წევრს აერთიანებს.

Startup Grind-ის ტექნოლოგიური სამიტი ახალი შესაძლებლობაა ქართული და რეგიონალური კომპანიებისა და სტარტაპებისთვის ახალი კავშირების დასამყარებლად და გამოცდილების გასაზიარებლად. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.startupgrind.ge

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

თუ სერიოზულად ფიქრობთ წარმატებაზე, ეს 6 წიგნი წაიკითხეთ

ადამიანებმა უკვე მიაღწიეს იმას, რასაც თქვენ ახლა ცდილობთ და ამაზე წიგნებიც დაწერეს. წარმატების გზაზე ეს წიგნები დაგეხმარებათ

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

სტივ ჯობსი და წარმატების შვიდი წესი

ანტრეპრენერებისთვის ჯობსის უდიდესი დანატოვარი ის პრინციპებია, რომლებმაც მას წარმატება მოუტანა