Ending Soon! Save 33% on All Access

თიბისიმ პირველი სტრარტაპ საწარმო დააფინანსა "სტარტაპერმა" ახალი ფინანსური პროდუქტი შექმნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

თიბისიმ ახალი პროდუქტის სტარტაპ საწარმოს დაფინანსების ფარგლებში პირველი საწარმო დააფინანსა. სტარტაპი „ბიზნესის და წარმატების აკადემია SDS" საბურავების გადასაკრავ საწარმოს გააკეთებს, სადაც შესაძლებელი იქნება მეორადი საბურავების განახლება. საწარმო შეიძენს მეორად საბურავებს, რომელთა გადამუშავების შედეგად საბურავზე მოხდება პროტექტორების გადაკვრა და განახლება.

„ბიზნესის და წარმატების აკადემია SDS"-ის საწარმოს დაფინანსება 270 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო საგარანტიო სქემის ფარგლებში „აწარმოე საქართველოსთან" პარტნიორობით მოხდა.

პროგრამა „სტარტაპერმა" დამწყები ბიზნესების მხარდაჭერად და ქვეყანაში საწარმოების შექმნის წასახალისებლად, ახალი ფინანსური პროდუქტი - სტარტაპ საწარმო სესხი ახლახანს შექმნა.

შეთავაზების ფარგლებში შესაძლებელია 1 000 000 ₾-მდე მოცულობის სესხს მიღება. სტარტაპ საწარმო სესხით შესაძლებელია როგორც მიწის, შენობის, საბრუნავი საშუალებების დანადგარების და ინვენტარის შეძენა, გარემონტება, ისე საწარმოსთან დაკავშირებული ხარჯების და ე.წ. „ფრენჩაიზინგის" გადასახადების დაფარვა.

ახალი ფინანსური პროდუქტით სარგებლობისთვის, ბიზნესის წარმომადგენელმა თიბისის ვებ-გვერდზე ონლაინ განაცხადი უნდა შეავსოს და 20%-იანი თანამონაწილეობა და ბიზნესგეგმა წარადგინოს. განაცხადის დაფიქსირება ასევე შესაძლებელია ფილიალში ან ქოლ-ცენტში. სესხით სარგებლობა შესაძლებელია პროგრამა "სახელმწიფო საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში", რაც სახელმწიფოს მხრიდან სესხის თანხის 90%-ის უზრუნველყოფას გულისხმობს.

სტარტაპ საწარმო სესხის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვედრზე: startuperi.ge

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

თუ სერიოზულად ფიქრობთ წარმატებაზე, ეს 6 წიგნი წაიკითხეთ

ადამიანებმა უკვე მიაღწიეს იმას, რასაც თქვენ ახლა ცდილობთ და ამაზე წიგნებიც დაწერეს. წარმატების გზაზე ეს წიგნები დაგეხმარებათ

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

სტივ ჯობსი და წარმატების შვიდი წესი

ანტრეპრენერებისთვის ჯობსის უდიდესი დანატოვარი ის პრინციპებია, რომლებმაც მას წარმატება მოუტანა